ქობულეთში, 3 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს
1756924344
„ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ მეორედ მივიღე ეს შემოთავაზება, ჩემს ჩუღურეთელებთან ერთად აუცილებლად გამარჯვებამდე მივალთ და წარმოვადგენთ ჩუღურეთის რაიონს საკრებულოში", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, თბილისის საკრებულოს მოქმედმა წევრმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, „კურიერის“ ეთერში განაცხადა.
ზურაბ ჩიკვილაძემ ჩუღურეთის რაიონში არსებულ გამოწვევებზე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე დაასახელა პრიორიტეტები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.
„ყველასთვის ცნობილია, რომ ჩუღურეთის რაიონი გამოირჩევა თავისი ულამაზესი გარემოთი, მაგრამ საპირწონედ ამ გარემოს აქვს თავისი პრობლემები და, რასაკვირველია, რომ ეს არის ჩვენი შენობა-ნაგებობები, რომელიც სიძველის გამო არის ამორტიზებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ თუ გადავხედავთ წინა წლებს, ძალიან ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა განვაახლეთ, ვაჩუქეთ ახალი სიცოცხლე. რომ გავიხსენოთ აღმაშენებლის გამზირი, არის სრულად რეაბილიტირებული, ასევე, ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია. მაგალითად, ძალიან მალე წინამძღვრიშვილის პირველი ნომერი, რომელიც განსაკუთრებული არქიტექტურით არის გამორჩეული ჩვენს დედაქალაქში, თითქმის 200 წლის შენობა-ნაგებობაა, ძალიან მალე ჩვენ ვიზეიმებთ ამ შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის დასრულებას. ასევე, უკვე რეაბილიტირებულია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. აქვე ვიტყვი, ჩუღურეთის რაიონი იმითაც არის გამორჩეული, რომ ორი მემორიალური სახლ-მუზეუმია ილია ჭავჭავაძის. ამის საპირწონედ არის მრავალი ისეთი პრობლემა, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.