„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
TikTok მომხმარებლებს ახალ გზებს სთავაზობს სხვებთან პირად შეტყობინებებში ინტერაქციისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე ერთმანეთთან ხმოვანი გზავნილების გაზიარება და 9-მდე ფოტოს ან ვიდეოს გაგზავნა შეეძლებათ როგორც ერთი-ერთზე, ისე ჯგუფურ ჩატებში.
ასე კი ტიკტოკს სურს, პოზიციონირება მოახდინოს, როგორც სივრცემ, რომელშიც მომხმარებლები ჩვეულებრივ ურთიერთობენ, გარდა ვიდეოების გაზიარებისა. შესაბამისად, მხოლოდ გასართობი პლატფორმისგანაც შორს იწევენ… თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები ტიკტოკს სხვა პოპულარულ სოციალურ აპლიკაციებთან აახლოებს.
ხმოვანი გზავნილების შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაწერონ და გააგზავნონ 60 წამამდე ხანგრძლივობის აუდიო შეტყობინებები. აღნიშნულს კი უკვე გვთავაზობს WhatsApp, Instagram და Apple-ის Messages. გამომდინარე იქიდან, რომ თაობა ზეტის წარმომადგენლები უფრო მეტად ხმოვანი გზავნილებით ურთიერთობენ ერთმანეთთან, ამგვარი ცვლილება ტიკტოკისთვის აუცილებელიც გახლდათ. როგორც ამბობენ, ფუნქცია მომდევნო კვირებში ეტაპობრივად ჩაეშვება.
რაც შეეხება ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებას, მომხმარებლებს შეუძლიათ იმ წამს გადაიღონ ან არსებულები აირჩიონ ალბომიდან გასაზიარებლად. ამასთან, კონტენტის გაგზავნამდე მისი რედაქტირებაც შესაძლებელი იქნება.
თუმცა მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის თუ ვიღაც პირველად მოგწერთ პლატფორმაზე, ისინი ვერ გამოგიგზავნიან მათ მიერ გადაღებულ ფოტოსა თუ ვიდეოს და მხოლოდ იმ კონტენტის გაზიარება შეეძლებათ, რომელიც უკვე გვხვდება ტიკტოკზე.
ამასთან, როცა ვიღაც ფოტოს ან ვიდეოს გამოგზავნას გადაწყვეტს, ტიკტოკი შეახსენებს, რომ კონფიდენციალობა დაიცვან და მანამ დაფიქრდნენ, სანამ გაგზავნას გადაწყვეტენ.
მართალია, TikTok-ზე პირადი შეტყობინებები 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის მიუწვდომელია, მაგრამ 16-დან 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის დაცვის მექანიზმებს მაინც ამატებენ. მათ შორის გვხვდება ავტომატიზირებული სისტემები სურათებში სიშიშვლის აღმოსაჩენად და დასაბლოკად. 18 წელს ზემოთ პირებს კი ამ ფუნქციის გათიშვა პარამეტრებიდან ჩვეულებრივ შეეძლებათ.