პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია 30-ზე მეტ უკრაინელ, ომით დაზარალებულ სტუმარს მასპინძლობს. მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვების ერთი ნაწილი მრავალშვილიან, ხოლო მეორე ნაწილი -უკრაინაში ომით დაზარალებულთა და მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ოჯახებს ეკუთვნიან. ბავშვები და მათი აღმზრდელები ირპენის, ბუჩის, ხერსონის, სამხრეთ ოდესის მკვიდრნი არიან.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში გატარებული დღეები წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს უკრაინელ ბავშვებზე და მათი ქართველი თანატოლების, მასპინძლების და საქართველოს მიმართ სიყვარულს დასაბამს მისცემს. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში გატარებული დრო ამ ომისაგან როგორც ფსიქოლოგიურად გამოფიტული, ისე ფიზიკურად დაღლილი ადამიანებისთვის იქნება ტკბილი მოგონება სამშობლოში დაბრუნების შემდეგ“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
მისი თქმით, ღონისძიებების ინიცირებით, საქართველო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს და ქართული მხარე მუდამ მზადაა უკრაინელ ბავშვებს და დედებს, მათთვის ასეთ მძიმე პერიოდში ქართული ტრადიციისამებრ, გულთბილად უმასპინძლოს.
„10 დღის განმავლობაში უკრაინელი ბავშვები და მათი აღმზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევიან, გაეცნობიან ქართულ ისტორიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი აჭარასა და კახეთში. ასევე, მოინახულებენ მცხეთას, დაათვალიერებენ თბილისის კულტურისა და ხელოვნების კერებსა და ისტორიულ ძეგლებს.
სტუმრები საქართველოს პარლამენტს ეწვევიან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარლამენტის წევრების მონაწილეობით მიღება გაიმართება.
დღეს, უკრაინელი სამხედროების შვილები, მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები მცხეთის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. მათ დასვენებას და მათთვის გასართობ-შემეცნებითი პროგრამის განხორციელებას საქართველოს დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და ქალაქ ოდესაში გენერალური კონსული თორნიკე ბერეკაშვილი უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.