მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ტრამპის სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის, სავარაუდო, ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა შემოწმდეს.
ვივეკ რამასვამი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შეტყობინებას, სადაც საქართველოც იყო ნახსენები შემდეგ კონტექსტში: “ძნელია, არ დაინტერესდე, რა წვლილი შეიტანა ნულანდმა ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოსა და სირიაში“.
“ეს ოქსი-მირონია, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას, მაგრამ რეალური პრობლემა უფრო ღრმაა: ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას, გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უწყობენ სასაზღვრო კრიზისს“, – აღნიშნა ვივეკ რამასვამიმ.
ის ამ კომენტარით ვიქტორია ნულანდის ნედის დირექტორთა საბჭოში დანიშვნას გამოეხმაურა. რამასვამის განცხადებას ელონ მასკიც გამოეხმაურა- მან თქვა, რომ აბსოლუტურად ეთანხმება აღნიშნულ აზრს. მასკი ტრამპის სამთავრობო ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტსაც უხელმძღვანელებს.
პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ინაუგურაციის შემდეგ უფრო გააქტიურდება და თავიანთ კითხვის ნიშნებს თვითონვე გასცემენ პასუხებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები არის დახმარების კონტრიბუტორი სახელმწიფო. ის არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც არ სჭირდება გარე დახმარება თავისი ეკონომიკის ან სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის. ამიტომ, აქ შეიძლება იყოს გარკვეული კითხვის ნიშნები. ეს ადმინისტრაციაც, საბოლოო ჯმაში, ინაუგურაციის შემდეგ აქტიურდება და შესაბამისად, თავიანთ კითხვის ნიშნებს თვითონვე უპასუხებენ“, - განაცხადა ბექა ლილუასვილმა.