ბექა დავითულიანი: ჩვენ გვაქვს ამ ქალაქის განვითარების ხედვა და გამოცდილება, ვიცით როგორ უნდა განვითარდეს სწორად თბილისი და გვაქვს თბილისელების მხარდაჭერის იმედი

ბექა დავითულიანი

ჩვენ გვაქვს ამ ქალაქის განვითარების ხედვა და გამოცდილება, - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბექა დავითულიანმა.

„ჩვენ გვაქვს დამტკიცებული, რომ ვიცით როგორ უნდა განვითარდეს სწორად თბილისი და გვაქვს თბილისელების მხარდაჭერის იმედი“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა საზოგადოებას საკრებულოს პროპორციული სიის ოცეული წარუდგინა. კახა კალაძის თქმით, გუნდი პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებსაც აქვთ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და რესურსი, ხელი შეუწყონ დედაქალაქის განვითარებასა და გაუმკლავდნენ ყველა გამოწვევას.