რას ამბობს დედა, რომლის 2 წლამდე შვილი ბებიამ „ტიკ-ტოკის“ ლაივში სცემა - ქალი დაკავებულია

ლაივი

დედა, რომლის 2 წლამდე შვილი ბებიამ სცემა, „ტიკ-ტოკზე“ ლაივში გამომწერებს მიმართავს.

ცნობისთვის, დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში 1 წლის და 2 თვის ბავშვი „ტიკ-ტოკის“ ლაივში სცემა. სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.

დაკავებულის შვილი ლაივში დედისთვის გირაოს თანხას აგროვებს.

მისი თქმით, მას 3000 ლარი სჭირდება. „ლაივის“ დროს ბავშვის დედას ტელეფონზე დაურეკეს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მას გირაოს თანხა აღარ სჭირდება და ამჯერად ადვოკატის ფულია საჭირო.

@lukasnatia1 #stitch with @Buba Lipadze #переписка ♬ original sound - ნათია ლუკას