გერმანიის თავდაცვის მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას აკრიტიკებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას აკრიტიკებს, ბორის პისტორიუსი ურსულა ფონ დერლაიენის ინტერვიუს Financial Times-თან გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ კიევის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ევროპას უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკმაოდ ზუსტი გეგმა აქვს.

პისტორიუსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს არ აქვს შესაბამისი იურისდიქცია ან კომპეტენცია და მსგავსი საკითხების საჯაროდ განხილვა, კიევი-მოსკოვის სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე, არასწორია.