„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი საქმეზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებაში ედებოდა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.