BBC-ის ყალბი რეპორტაჟის შემდეგ ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მიმდინარეობს, უჩა ნანუაშვილმა აქციებზე ე.წ. ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ისაუბრა და ევროკომისიისგან რეაგირება მოითხოვა

უჩა ნანუაშვილი

BBC-ის ყალბი რეპორტაჟის შემდეგ ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მიმდინარეობს, უჩა ნანუაშვილმა აქციებზე ე.წ. ქიმიური იარაღის - „კამიტის“ გამოყენებაზე ისაუბრა და ევროკომისიისგან რეაგირება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ბიბისის“ სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად“.