ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის
1764708081
მეან-გინეკოლოგი, პროფესორი ზაზა სინაურიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, უნდა უკეთდებოდეს თუ არა ნებისმიერ მშობიარე პაციენტს გაუტკივარება:
- თუ მეკითხებით - სურვილისამებრ, უნდა უკეთდებოდეს თუ არა, შემდეგნაირად გიპასუხებთ: ჩვენი კონსტიტუციით, ნებისმიერ ქალბატონს აქვს უფლება, მკურნალობის მეთოდი აირჩიოს. მათ შორის, ანესთეზიის. თუ მეკითხებით, როგორც ექიმს, გეტყვით, რომ - არა. გაყუჩება, ე.წ. ეპიდურული ანესთეზია ინვაზიური მეთოდია. ჩვენ ორგანიზმში ინვაზიას ვაწარმოებთ, თან საკმაოდ სათუთ ინვაზიას, ვინაიდან ზურგის ტვინის ისეთ მიდამოში, სადაც, მართალია, ტვინი აღარ არის, მაგრამ იმ სივრცეში შევდივართ. შესაბამისად, როგორც ყველა ინვაზიურ პროცედურას, ამ პროცედურასაც თავისი ჩვენება და უკუჩვენება აქვს. "მოდი, გავაყუჩოთ" - ეს, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა.
ყველაზე მარტივი უკუჩვენებაა გამონაყარი იმ მიდამოში, სადაც უნდა გაკეთდეს, რომ ინფექცია შიგნით არ შევიტანოთ. მეორე მომენტია ტექნიკური გართულება. როდესაც დიდი წონაა, ის სივრცე, სადაც ანესთეზიოლოგი უნდა შევიდეს, 2-3 სმ-დან 15 სმ-მდე იზრდება. შეიძლება, უბრალოდ ნემსის სიგრძე არ ეყოს.
როგორც ყველა ინვაზიურ პროცედურას, ეპიდურულ გაყუჩებას გართულების თავისი პროცენტი და გართულების ნაირსახეობა აქვს. ერთ-ერთი ნაირსახეობა ამ პროცედურის შემდეგ დარჩენილი ტკივილებია. რა თქმა უნდა, ეს ზურგის ტვინის დაზიანება არ არის, რადგან იქ, სადაც პროცედურა კეთდება, ზურგის ტვინი საერთოდ აღარაა. მაგრამ, ნებისმიერ ინვაზიურ პროცედურას, გართულების რაღაც პროცენტი აქვს. შესაბამისად, როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა გვაქვს, ჩემი პრაქტიკის მქონე ექიმმა შემიძლია, გითხრათ, რომ მილიონი საშუალება არსებობს, სანამ ეპიდურულ გაუტკივარებამდე მიხვალთ. ამიტომ, შემდეგ მშობიარობებზე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გაკეთდეს თუ არა გაუტკივარება, ბევრჯერ დაფიქრდით. შეიძლება, ცოტაც მოითმინოთ და ამ პროცესმა ყველანაირი ჩარევის გარეშე გადაიაროს.