„ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ, ვიცით ამის შესახებ, განსაკუთრებით, ქალი დეპუტატების მხრიდან“ - მამუკა მდინარაძე

mamuka mdinaradze

პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა კამათის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველმა ძალისთვის ცნობილია, თუ რას გეგმავს ოპოზიცია და  მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა.

„ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ. ვიცით ამის შესახებ, განსაკუთრებით, ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ ეს მძიმე პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება.

არ შეიძლება ისეთი სიბინძურის გაკეთება, არც მოფიქრება და არც დაგეგმვა, დანარჩენი ვნახოთ. რასაც ახლა განვიხილავთ, მოიცავს დაფინანსების შემთხვევაში მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას. ახლა რაც ვთქვი, სულ ეს არის მთელი კანონის შინაარსი.

თუ ვინმეს მართლა ანაღვლებს დასახელება გავლენის აგენტი, მოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ეს შეცვალეთ და ჩვენ იმ შინაარსთან არანაირი პრობლემა არ გვაქვსო. მაგრამ სხვა წუხილები აქვთ ამასთან დაკავშირებით ეს ძალიან კარგად ჩანს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

სხვა სიახლეები