„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1745437821
ვინ რა საფუძვლით დაასანქცირა ესტონეთმა - სია, მიზეზების აღწერით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. იქამდე სრული სია ესტონეთის მთავრობისგან გახდა ცნობილი, თუმცა იქ მიზეზები დასახელებული არ ყოფილა. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ სანქციები საერთაშორისო გამჭვირვალობასთან კოორდინაციით დაწესდა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაცია უკვე ესტონეთშია რეგისტრირებული. ამას მმართველი გუნდი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებას უწოდებს.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა უსაქმოდ არიან დარჩენილები და ბალტიისპირა ქვეყნებს სიებს აწვდიან.
"საქართველოში "დიფ სთეითს" ჰყავს თავისი წარმომადგენლობა აგენტურის სახით. ეს არის სწორედ არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი, გამჭვირვალობას უწოდებს თავის თავს და ყველაზე გაუმჭვირვალე რომ გახდა, ერთი თეთრიც სად აქვს გადარიცხული იმას, რომ არ ეუბნება საზოგადოებას გიგაურის კანტორა, ლომჯარიები და ა.შ. რა თქმა უნდა, ახლა უსაქმოდ არიან დარჩენილები და ამ ბოღმის გამო, რა ბოღმაც კიდევ უფრო გაძლიერდა ტრამპის ბრძანების მერე, საერთოდ მშრალზე დატოვა ეს არასამთავრობო სექტორი, დგანან და აწვდიან სიებს ესტონეთს ან ბალტიისპირა ქვეყნებს. უკრაინის საზოგადოების ხოცვის ხარჯზე, ბალტიისპირა ქვეყნებს უნდა მშვიდობა თავის ქვეყანაში, ასევე, საქართველოში მეორე ფრონტის ხარჯზე უნდათ ეს. ეს არის რეალური მიზეზი და ამიტომაც არიან სანქციებით დაკავებულები და ათასგვარი მაიმუნობებით," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის, დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების და, ასევე, "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გასული წლიდან ესტონეთშია დარეგისტრირებული. სწორედ ამ ორგანიზაციამ გაავრცელა ესტონეთის მიერ სანქცირებული პირების დეტალური აღწერა და მათთვის სანქციების დაწესების მიზეზებიც. ორგანიზაცია განმარტავს, რომ, მაგალითად, ლაშა ტალახაძე აგრესიულობის გამო დასანქცირდა.