5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
"ბადრი ჯაფარიძეს რუსთავის შუალედურ არჩევნებზე წაგება გარანტირებული აქვს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სააკაშვილის, გნებავთ, ბოკერიას გვერდით დგომა მას არანაირ შანსს არ მატებს და მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას უკვე ჯიბეში აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უკვე დადასტურებულია მის მიერ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის თაღლითობა, რომელიც სამართლებრივად ითარგმნება, როგორც მოტყუებით სხვისი ქონების ხელში ჩაგდება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება 16 თებერვალს შეუწყდა, ამის შემდეგ, „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.