რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
ჩემთვის დღეს აქ ყოფნა დიდი პატივია, ჩვენ ყველა ამ დღეს დიდი სიხარულით ველოდებოდით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც რაშად ნაბიევმა აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2017 წელს ლენტის გაჭრით არ დაწყებულა, ეს პროექტი დაიწყო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის სურვილით.
"ჰეიდარ ალიევმა უკვე იცოდა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იქნებოდნენ სტრატეგიული პარტნიორები. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გაგრძელება იყო ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი. აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ხედავდა ამ პროექტის მომავალს და ბოლო 30 წელიწადში ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად მართალი იყო ჰეიდარ ალიევი.
2017 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს და ამ პროექტის საწყისი ეტაპი დაიწყეს. ამ პროექტის განხორციელებისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები. აზერბაიჯანმა ბოლომდე შეასრულა ყველა ეს მოთხოვნა. ეს არ იყო მხოლოდ სამუშაო პროცესი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტვირთზიდვის საქმეში. დღეს ბაქო-თბილისი-ყარსი არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ტრანზიტული გზა.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყნებს შორის, არ იქნებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირდაპირი, უშუალო მონაწილეობის გარეშე.
ბოლოს მეც მინდა, როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. მჯერა, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს", - განაცხადა რაშად ნაბიევმა.