ავსტრიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები - დარჩიაშვილი

დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილმა განმარტა რა საკითხები განიხილება საქართველოში ავსტრიის კანცლერის ვიზიტის როს. საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ კარლ ნეჰამერის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია.

„ეს ვიზიტი მოწმობს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძალიან მაღალი, დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები. 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა ავსტრიას და დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა ფედერალური კანცლერი მივიღოთ საქართველოში. ამ ვიზიტის ფარგლებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ვიზიტი მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს ამ ურთიერთობებში. მეორე მხრივ, იქნება ძალიან სიღრმისეული განხილვები იმ მიმართულებით, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. კანცლერს გავუზიარებთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც გადაიდგა“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვია.