ტრაგედია ოთო ფოლადაშვილის ოჯახში
1740081353
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ავსტრიის შრომისა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
სამინისტროს ეკონომიკური, ინოვაციური და საერთაშორისო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ფლორიან ფრაუშერთან შეხვედრა გენადი არველაძის ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.
„ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, განვიხილეთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და ის სფეროები, რომლებიც ორივე ქვეყნის ინტერესში შედის – რომ განვავითაროთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროები. ასევე, განვიხილეთ პროექტები, რომლებიც რეგიონში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გააძლიერებს, ესენია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ასევე ციფრული კაბელი, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ ავსტრია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს რეფორმირების და გამოცდილების გაზიარების კუთხით“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.
შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ავსტრიას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მნიშვნელობაზე, რომლის მორიგი სხდომის ჩატარება 2025 წლის ოქტომბერში იგეგმება. ასევე, გათვალისწინებულია ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას ორივე ქვეყნის კომპანიები მიიღებენ. ხაზგასმით აღინიშნა ავსტრიელი ინვესტორების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ, კერძოდ, ავსტრიული კაპიტალის მონაწილეობით აქტიურად ხორციელდება საინვესტიციო პროექტები ლოგისტიკის, ენერგეტიკის, სურსათის წარმოების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში.
„დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან. ვისაუბრეთ ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, გვქონდა დისკუსია ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესზე და ასევე სხვადასხვა პოტენციურ პროექტზე ავსტრიაში და საქართველოში, სადაც ჩვენი კომპანიები შეძლებდნენ თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს, მაგალითად, ინფრასტრუქტურის სფეროში, ასევე ენერგეტიკის სფეროში. ჩვენი ქვეყნები დიდ ინვესტიციას ახორციელებენ მწვანე ენერგიაში და ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ ამ სფეროში. მოუთმენლად ველოდები, რომ წლის მეორე ნახევარში ჩამოვალ საქართველოში და თან ჩამოვიყვან ბიზნეს დელეგაციას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები“, – აღნიშნა ფლორიან ფრაუშერმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.