პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის განხილვისას, ყველა გამომსვლელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.
ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს გვერდით დგომა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
უწყების ცნობით, ამ დოკუმენტის კანონად ქცევის გზაზე შემდეგი ეტაპი კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე დამტკიცებაა, რის შემდგომაც, კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის სენატს მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით.
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას, სიტყვით გამოვიდნენ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსი და კონგრესმენები ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი.