პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერთია შენი კორპორაციული შურის ძიება ამ ხელისუფლებაზე, მეორეა - მის მიმართ ჰიბრიდული ომის წარმოება და მესამეა - შენს მავნებლურ და გაუგონარ ცილისწამებაზე "ბრალდებულ" მხარეს მოსთხოვო მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაშინ - როდესაც "ბრალდებული" მხარის მოთხოვნაზე, თავად გამოააშკარაონ კონკრეტული საბრალდებო ფაქტები, ირკვევა, რომ ისინი ბუნებაში არ არსებობენ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სწორედ ამ აბსურდს და ჰიბრიდული ომის წარმოების ამ გარემოებებზე ამახვილებს დღეს ყურადღებას მმართველი პარტია, როდესაც დეზინფორმაციულ და მაპროვოცირებელ ახალ ტალღაზე საუბრობს - ქვეყნის იმიჯის შესუსტების, ხელისუფლების დისკრედიტაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების პროვოცირებით, საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნის მიზნით და ა.შ.
„როდესაც გვიწევს 2008 წლის ომთან დღევანდელი პარალელების გავლება და ამის გამო ნაცმოძრაობას სწყინს - საქმეც იმაშია, რომ სამწუხაროდ, მთელ რიგ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში, მტკიცებულებების ბაზა თავად ამ ძალამ დაუტოვა ისტორიას. სწყინთ, როდესაც ვაბრალებთ მათ "პოლიტბიუროს" წევრებს, გაგანია ომში ქვეყნის საზღვრების დატოვებას - ამ მხვრივ, არსებობს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მიერ დაფიქსირებული უტყუარი მონაცემები.
სწყინთ, როდესაც ვახსენებთ ცხინვალთან მიმართებაში კონვენციებით აკრძალული ბომბების გამოყენებას, ომის - თურმე 7 აგვისტოს დაწყებას და ისიც ქართული მხარის პროვოკაციის გამო: აქაც, სამწუხაროდ არსებობს ამაში ყოფილი ხელისუფლების აღიარებითი ჩვენება იმ ავადხსენებული ევროპარლამენტის 1633 რეზოლუციის სახით. სწყინთ, როდესაც ვახსენებთ სააკაშვილის მიმართ უმკაცრესი კრიტიკის შემცვლელ, დასავლელი პოლიტიკოსის უამრავ განცხადებას - მაგრამ ინტერნეტი ამ ყოველივეს შემოგთავაზებთ. მაგრამ ერთია შენი კორპორაციული შურისძიება ამ ხელისუფლებაზე, მეორეა - მის მიმართ ჰიბრიდული ომის წარმოება და მესამეა - შენს მავნებლურ და გაუგონარ ცილისწამებაზე "ბრალდებულ" მხარეს მოსთხოვო მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაშინ - როდესაც "ბრალდებული" მხარის მოთხოვნაზე, თავად გამოააშკარაონ კონკრეტული საბრალდებო ფაქტები, ირკვევა, რომ ისინი ბუნებაში არ არსებობენ.
სწორედ ამ აბსურდს და ჰიბრიდული ომის წარმოების ამ გარემოებებზე ამახვილებს დღეს ყურადღებას მმართველი პარტია, როდესაც დეზინფორმაციულ და მაპროვოცირებელ ახალ ტალღაზე საუბრობს - ქვეყნის იმიჯის შესუსტების, ხელისუფლების დისკრედიტაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების პროვოცირებით, საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნის მიზნით და ა.შ. სამწუხაროა, რომ ამ ჰიბრიდულ ომში ჩართულია უკრაინის ხელისუფლება, ცალკეული ევროპარლამენტარები თუ საერთაშორისო ექსპერტ-პოლიტოლოგები - და რა თქმა უნდა ადგილობრივი "მეხუთე კოლონაც".
იმედის მომცემია, რომ რეალობისა და ობიექტურობის მხარეზეა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ოფიციალური წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტირებული მათი დიპლომატიური მისიები. ღმერთმა დაამარცხებინოს უკრაინას მისი რეალური მტერი - აგრესორი რუსეთის სახით, და არა ვირტუალურ მტრად გამოცხადებული - მისი მეგობარი და გულშემატკივარი საქართველო. ამ მეორე ომში გამარჯვების შანსი - არაა! ამიტომაც, ვუსურვოთ უკრაინას ქართველ მავნებელთა მძევლობიდან გათავისუფლება!“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.