აშშ უკრაინას დამატებით $100 მლნ-ს გაუგზავნის, მათ შორის, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებს

amerikuli jari

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს, მათ შორის, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონ ბლინკენმა ისაუბრა.

30 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება, ასევე დამატებით $300 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.