აშშ-მა უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის დამატებითი საბიუჯეტო დახმარება გამოუყო

ზელენსკი

აშშ-მა უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის დამატებითი საბიუჯეტო დახმარება გამოუყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება უზრუნველყოფილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციით.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა უკრაინას საბიუჯეტო დახმარების სახით ჯამში 30 მილიარდი დოლარი გამოუყო.