IRI-ს პროგრამების ხელმძღვანელმა ჯონ დიპირომ ოპოზიციისთვის სამოქმედო გეგმა მოამზადა. პროგრამაში საუბარია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ საპროტესტო აქციებისთვის

jj

 IRI-ს პროგრამების ხელმძღვანელმა ჯონ დიპირომ ოპოზიციისთვის სამოქმედო გეგმა მოამზადა. პროგრამაში საუბარია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ საპროტესტო აქციებისთვის.

მითითებულია კონკრეტული თარიღებიც საპროტესტო აქციებისთვის. მათ შორის პირველი აქციის ჩატარება დაგეგმილია 13 სექტემბერს.

ასევე, უკვე გაწერილია ოპოზიციის და ჯონ დიპიროს შეხვედრაც, რისთვისაც რადიკალები აშშ-ში გაემგზავრებიან. ეს არ იქნება პირველი შეხვედრა დიპიროს და ოპოზიციას შორის. ჯონ დიპიროსთან აუდიენცია უკვე ჰქონდა გიორგი გახარიას.

მმართველი გუნდი ოპოზიციის მხარდამჭერებს ქვეყნის გარეთ, საქართველოს საქმეებში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.