აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოს ეწვია

პიტერ ანდროეული

მოხარული ვართ მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აშშ-ს საელჩო საქართველოში აქვეყნებს. 

„ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.