1740372372
"ასეთი ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, სრულიად მიუღებელია" - შალვა პაპუაშვილი

"მარტივად რომ ვთქვა, ეს ტყუილია! - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის უკრაინის დაზვერვის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს გავლით რუსეთისთვის იარაღის მიწოდება მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს.
"მარტივად რომ ვთქვა, ეს ტყუილია! ასეთი ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, განსაკუთრებით, ასეთ ვითარებაში, სრულიად მიუღებელია." - წერს შალვა პაპუაშვილი.
Simply put, this is a lie! This type of disinformation from a partner country, especially in these circumstances, is totally unacceptable. https://t.co/xAm9nwD3Gd
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 4, 2022