არსებობს ეჭვი და საფუძვლები, რომ სოსო გოგაშვილი თანამდებობას იყენებდა ბოროტად - ანრი ოხანაშვილი

ქართული ოცნება

„გამოძიება არის ისეთ საქმე, როდესაც მრავალ მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, მუშავდება ბევრი ვერსია“,- ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას სოსო გოგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, თუკი არსებობს ეჭვები, ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით, და არსებობს ლოგიკური ეჭვები, შესაძლოა, გამოძიებამ ამ მიმართულებით განავითაროს მუშაობა.

,,გამოძიება არის ისეთ საქმე, როდესაც მრავალ მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით მუშავდება ბევრი ვერსია.  თუკი, არსებობს კითხვები კონკრეტული ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით; თუკი, არსებობს ეჭვები, როგორ შეიძლებოდა პირს ეს ქონება დაეგროვებინა. თუკი, არსებობს ეჭვი და არსებობს კონკრეტული საფუძვლები, რომ ეს ადამიანი მის თანამდებობას შესაბამისი ინფორმაციის ფლობის ფარგლებში ხომ არ იყენებდა ბოროტად და ხომ არ შეიძლება, დავუშვათ ამ მიმართულებით მუშაობა, რომ ხომ არ ხდებოდა სახელმწიფო საიდუმლოების, თუ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა სხვა რამის სანაცვლოდ. ბევრი მიმართულებაა, მე უბრალოდ ვერ გეტყვით. მე, როგორც იურისტი, შემიძლია გითხრათ, რომ  გამოძიებას შეუძლია ამ მიმართულებით განავითაროს მუშაობა და, რა თქმა უნდა, თუკი არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, შეიძლება ეს ლეგიტიმურად გახდეს გამოძიების წარმოების საფუძველი,’’ - განაცხადა ოხანაშვილმა.