არსებობდა ინფორმაციები, რომ უკრაინაში ომი უნდა დაწყებულიყო ნოემბერ-დეკემბერში - სწორედ, იმ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მეორე ფრონტის გახსნის მზაობა - ღარიბაშვილი

პრემიერი

"როგორც მთავრობის მეთაურს, მაქვს ბევრი ინფორმაცია, ზოგი ითქმის საჯაროდ, უფრო მეტი კი - არა",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე, როგორც მთავრობის მეთაურს, მაქვს ბევრი ინფორმაცია, ზოგი ითქმის საჯაროდ და უფრო მეტი კი - არა. მე, რაც ვუთხარი ჩვენს ხალხს, ამაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ იყო განზრახვა მეორე ფრონტის გახსნის. ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერ-დეკემბერში. სწორედ, ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის. სამწუხაროდ, ეს დაადასტურეს უკრაინელმა მეგობრებმა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერს გავაკეთებთ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.