პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკვე 63-ე დღეა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ოკუპანტი ქვეყანა არ ინდობს არავის, მათ შორის, არც მშვიდობიან მოსახლეობას. სამოქალაქო პირები ფაქტობრივად, შიშველი ხელებით იცავენ სამშობლოს. ამ ომში, უკვე ყველა ჯარისკაცია, გაერთიანებული ერთი, მთავარი მიზნის მისაღწევად. თუმცა, არ შეიძლება, ცალკე არ ვახსენოთ, გენერლები, რომლებმაც როგორც ადგილობრივი მედია წერს, რუსებს „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ მოუწყვეს.
ვალერი ზალუჟნი - გენერალი, რომელმაც პუტინის ყველა გეგმა გაანადგურა
უკრაინის მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი. ღვთიური ნიჭის სტრატეგი, რომელმაც გაანადგურა პუტინის ყველა გეგმა. მათ შორის, უკრაინის სამ დღეში დაპყრობა. ზუსტად მას ეკუთვნის ამ ორი თვის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის წარმატებები. ეს არის ახალი თაობის გენერალი და არა - საბჭოთა გადმონაშთი. მას ოთხი უმაღლესი წარმატებით აქვს დამთავრებული. 2014 წელს კი, როგორც საუკეთესო სტუდენტმა ოპერატიულ-ტაქტიკური განხრით, ინგლისის დედოფლისგან გარდამავალი ხმალი მიიღო. ფლობს რამდენიმე ენას. ის ითვლება დიდ რეფორმატორად. როგორც კი, თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა იმ წუთშივე შეცვალა ბრძანება, რითაც უკრაინის სამხედროებს ეკრძალებოდათ სეპარატისტებისთვის საპასუხო ცეცხლის გახსნა.
მისი ბრძანებით, პასუხი უნდა გაეცათ ყველა შესაძლო მეთოდით, რითაც ბევრი უკრაინელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადარჩებოდა. მან მეთაურებს მისცა უფლება ბრძოლის ველზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღოთ. არ დალოდებოდნენ პასუხს გენერალური შტაბიდან. ამით მან შეძლო ჯარის მანევრირების გაუმჯობესება. ზუსტად ამან დიდი გავლენა მოახდინა კიევთან, ჩერნიგოვრასთან პარტიზანულ მოძრაობაზე და გადაარჩინა ბევრი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე. ზუსტად ამის შედეგია, რომ მაგალითად, 80 უკრაინელმა სამხედრომ შეძლო გაეჩერებინა რუსეთის მთელი დივიზია. იმათგან განსხვავებით ვინც საბჭოთა არმიაში მსახურობდა ის სხვანაირად უყურებს სამხედროებთან ურთიერთობას: „მე მინდა, რომ ჩემი ჯარისკაცები იყვნენ ცოცხლები და ჯანმრთელები“.
უკრაინის გმირი გენერალი, სერგეი შაპტალა
ის უკრაინის გენერალური შტაბის მეთაურია. 2015 წელს ზარკაპატის ბრიგადის მეთაური იყო. გმირული წინააღმდეგობა მტერზე, რომელიც ხუთჯერ აღემატებოდა... მათ შედეგია იმისა, რომ დებალცევის ალყიდან უკრაინული ნაწილები მაქსიმალურად ნაკლები მსხვერპლით გამოიყვანა. ზუსტად ამ ოპერაციის გამო, მან გმირის წოდება მიიღო. ყველაზე მთავარი რაც არის, მან მიიღო სიყვარული და ერთგულება საკუთარი ჯარისკაცების.
საველე გენერალი და გმირი ალექსანდრ პავლიკი
მისი ხელმძღვანელობით უკრაინელებმა გაათავისუფლეს სლავიანსკი, კრამატორსკი, ლისიჩანსკი და მას დაავალეს დონბასის თავდაცვის ზღუდის გაკეთება, რომელიც მან ზედმიწევნით კარგად შეასრულა. ზუსტად ამ მიმართულებაზე ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლებია. მისი გადაწყვეტილების გამო, ზელენსკიმ იგი კიევის თავდაცვის უფროსად დანიშნა. რითაც, სახმელეთო ძალების სარდალს ძალიან დიდი ტვირთი ჩამოიშორა. გააზრებული კონტრშეტევების შედეგად კიევის აღება ვერ მოხერხდა და ოლქი მთლიანად გაიწმინდა რუსი ოკუპანტებისგან.
დიმიტრი მარჩენკოსი „მარჩელო სულით ხორცამდე მოდესანტეა“
დადიოდა დაზვერვაზე ოკუპირებულ კრიმლში. იყო დონეცკის აეროპორტი „კიბორგი“. რუსი სადისტებისგან განსხვავებით გენერლის ღირსება არ აძლევს იგივე გააკეთოს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. ის გარანტორია, ყველა ტყვის სიცოხლისა და ჯანმრთელობაზე. მათი დევიზია „ხელმძღვანელების გარეშე წინა ხაზზე ყოფნა შედეგს ვერ გამოიღებს“.
რუსი გენერლებისგან განსხვავებით უკრაინელებმა გაიარეს ყველა „ცეცხლი, წყალი და სპილენძის მილი“. წარმოგიდგენიათ რუსი გენერალი სანგარში ჯარისკაცთან ერთად იჯდეს? ზუსტად დონეცკის აეროპორტის დაცვის დროს მოხდა იგივე „მარჩელოს“ საბრძოლო მოქმედებებში ნათლობა. მან თავისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფონზე დაღუპული უკრაინელი სამხედროების გამოყვანა და მათ ოჯახის წვერებზე გადაცემა შეძლო.
ორკების წინააღმდეგ იბრძვის ასევე, მაქსიმ მირგავოცკი
დაახლოებით 30 წლის, ის უკვე ხელმძღვანელობდა დონეცკის აეროპორტის დაცვას. ამჟამად ლეგენდარული „კიბორგი “ ხელმძღვანელობს უკრაინის მთლიან სადესანტო ნაწილებს. ის გახდა ბოგდახმელისკის ორდენის სრული რაინდი. ზუსტად ეს ახალი თაობის გენერლები არიან, რომლებიც მედგარ წინააღმდეგობას უწევენ რუსულ დამპყრობლებს.
37 წლის სერგეი სობკო
უკრაინის გმირი ხელმძღვანელობს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს. ომის გარდა მან განათლება: უკრაინაში, კანადაში, გერმანიაში, ამერიკაში მიიღო. თანამედროვე ტაქტიკური ბრძოლის წარმოება უდიდესი ზღვარია, რითაც უკრაინელი და რუსი სამხედროები განსხვავდებიან. რაც ყველაზე მთავარია უკრაინელ გენერლებს სულ სხვა მენტალიტეტი აქვთ. ისინი განსხვავებით რუსი გენერლებისგან ადამიანები არიან, რომელთაც ღირსება, გრძნობა, ემოცია გააჩნიათ. უკრაინელი გენერლებისგან განსხვავებით რუს ოკუპანტებს ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებსაც არ უგრძნიათ დენთის სუნი, არ გაუთენებიათ ღამე სანგარში.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, შეუძლებელსაც, რომ თქვენ იცხოვროთ და გეძინოთ მშვიდად“ - ამბობენ რუსი გენერლები.