ცნობილი ბლოგერი ათასობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაიღუპა
1759265262
კარგია, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდა, რომელსაც „სისხლის სამართლის კოდექსი“ წაკითხული აქვს. ლევან ბეჟაშვილმა ისიც იცის, „სისხლის სამართლის კოდექსში“ რა წერია და ისიც, რომ საარჩევნო უბნებზე თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულია. კარგია, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ვინმე თუ გადაწყვეტს, რომ დაანონსებული დანაშაულები სისრულეში მოიყვანოს, მათ მიმართ გატარებული იქნება კანონის შესაბამისი ზომები.
„დანაშაულის ჩადენაზე ხელი აიღონ, მოვუწოდებთ. ვინმე თუ გადაწყვეტს, რომ დაანონსებული დანაშაულები სისრულეში მოიყვანოს, მათ მიმართ გატარებული იქნება კანონის შესაბამისი ზომები. არავისზე ნაკლები ქვეყანა არ გვაქვს, კანონის დაცვა მოხდება. სამწუხაროდ, შავი ფულის გამოყენებით მართული არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, არეულობა კარგად დააორგანიზონ. ამ ადამიანების განცხადებებში ვხედავთ, რომ ასეთი დავალება მიიღეს. მათმა პატრონებმა იციან, რომ როცა ხალხი და ხელისუფლება ერთად დგას, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა – ძალადობაა. სამწუხაროდ, ისევ ამის მცდელობას ვხედავთ. ძალადობის ნებისმიერი მცდელობა განწირული იქნება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.