1759260719
ვიქტორ ორბანი - თქვენთან თუ აღმოჩნდება დრონი, რომელიც არ ეკუთვნის თქვენს სახელმწიფოს, ჩამოაგდეთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ჩამოაგდონ მათ ტერიტორიაზე შეჭრილი დრონები.
ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა კოპენჰაგენში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩამოაგდეთ ისინი. თუ თქვენთან აღმოჩნდება დრონი, რომელიც არ ეკუთვნის თქვენს სახელმწიფოს, რა თქმა უნდა ჩამოაგდეთ ისინი“, – აცხადებს ორბანი.