ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში - „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1766563500
მძიმეა, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი მხილებული და ბრალდებულია მძიმე დანაშაულში. „ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის თანამდებობებს მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს.
მისი თქმით, ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლოს წინაშე წარდგება და შეეძლება, პოზიციები დაიცვას.
„რამდენიმე წლის წინ, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა, მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება კორუფციულ საკითხებს ეხებოდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელსაც მან პარლამენტში გამოსვლისას ხაზი გაუსვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ერთია, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, რომელიც სჩადიან ან ჩადენილი აქვთ კორუფციული დანაშაულები, მაგრამ მეორეა ის, რომ ასეთი დანაშაულების პრევენცია მოხდეს, რაზეც არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული პირადად ირაკლი კობახიძის მიერ. ჩვენი პოზიცია ყოველთვის ისაა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდს გაცხადებული მიზანი აქვს, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოს სამეულში იყოს.
„კორუფცია ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა. აქ მთავარი ბრძოლის ის მეთოდებია, რომელიც ერთი მხრივ, კორუფციული დანაშაულის პრევენციას უწყობს ხელს და მეორე მხრივ, გამოვლენის შემთხვევაში კი, შესაბამისი რეაგირება ხდება. ყველა, ვინც ახლა მაღალ თანამდებობას იკავებს, ფრთხილად უნდა იყოს და გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მთელი სიმკაცრით გატარდება. ვფიქრობ, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ წაყენებულ ბრალში ყველაზე მძიმე სწორედ „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული საკითხია. პროკურატურის განცხადებით, დიდ ჯგუფს, რომელიც „ქოლცენტრებს“ მართავდა, ხელს აფარებდა და აქედან მიღებული თანხებით ოპოზიციურ ტელევიზიებს, გაერთიანებებს და პიროვნებებს აფინანსებდნენ. გარიგება ხდებოდა, რომ ზუსტად ეს ტელევიზიები გრიგოლ ლილუაშვილზე ან არაფერს საუბრობდნენ ან ისეთს ამბობდნენ, რისი დამტკიცებაც შეუძლებელი იყო. ეს დამატებითი საკითხია, რომელსაც პროკურორის თქმით, დამატებით გამოძიებას და საკითხის ჩაღრმავებას საჭიროებს“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ დააკავა. ლილუაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა, რომელთაგან ერთ-ერთი ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდება. საგამოძიებო უწყების ცნობით, თაღლითური ქოლცენტრების უმრავლესობა ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ოპოზიციურ მედიასაშუალებებს აფინანსებდა, მათ ნაწილს კი, გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა.