„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
არჩილ გორდულაძემ 20-21 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლომ დაადასტურა, რომ აქცია ძალადობრივი იყო.
„სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იმართებოდა ძალადობრივი აქცია, რა დროსაც პირდაპირ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე. დაადგინა ასევე დარღვევა, რომ ეს დროულად არ არის გამოძიებული და შესაბამისი პირები და შესაბამისი პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემულები, ვის გამოც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა და მათ ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა, მაგალითად ქალბატონ გომურს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაიწყო გამოძიება, გამოძიების შედეგები კი ყველასთვის ცნობილია. გახარიას, რომელიც გაქცეულია გერმანიაში, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. ის თვითონაც აღიარებდა, რომ სრულად იღებდა პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ახლა გერმანიაშია გაქცეული პასუხისმგებლობას და სტიპენდიას იღებს გერმანული მხარისგანაც. საინტერესოა, ახლა რა განცხადებას გააკეთებს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ მხილებული გერმანიის ელჩი“, - აცხადებს გორდულაძე.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20-21 ივნისის საქმეზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს.
საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.