არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას და ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს

არჩილ გორდულაძე

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შსს, პარლამენტის დეპუტაცია უკლებლივ ყველა, 4 ოქტომბრის წინ განცხადებებს ვაკეთებდით და ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერს ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს, მაგრამ კანონი არ უნდა დაირღვეს, არ უნდა გამოიყენონ ძალადობრივი ასპექტები, არ უნდა იყოს დანაშაული ჩადენილი, იმიტომ რომ კანონი მკაცრია და დანაშაულის ჩადენის შემთვევაში ყველას უმკაცრესად მიეგება პასუხი, ეს იყო ჩვენი პოზიცია, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, რითაც პასუხი გასცა გახარიას პარტიის სახელით დასმულ კითხვას.

გორდულაძემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველების მუშაობის შედეგი იყო, რომ 4 ოქტომბერს, ის პოლიტიკური შედეგი არ დადგა, რაც ჩაფიქრებული იყო.

"სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ იმუშავეს, ამიტომ ის პოლიტიკური შედეგი, რომელსაც გახარიას პარტია, რომელსაც თქვენ მხარს უჭერთ, ელოდებოდა და არ დადგა და მომავალშიც არ დადგება, იმიტომ რომ სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას დაამხობს, ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს და ვერც მის პოლიტიკურ შედეგებს მიიღებს.

ამ დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში შეჭრა ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება არისო. ერთი ის, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია და კიდევ ერთხელ მათ რომ მიეცეთ საშუალება, ზუსტად იმავეს გააკეთებენ. შესაძლებელია, გახარიას პარტია ისევ დაელოდოს იმ პოლიტიკურ შედეგებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერილი, ორგანიზებული და წახალისებული დამხობა მოხდება თუ არა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

✕