„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ...“ – მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ
1795272135
ჩვენ ვმოქმედებდით მაღალი კეთილსინდისიერების სტანდარტით, როდესაც სარჩელში ვახდენდით ამა თუ იმ პარტიის შეყვანას, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა.
ჭეიშვილმა გახარიას პარტიის წარმომადგენელსა და სტუდიაში მყოფ ახალგაზრდებს ურჩია, კრიტიკულად გაფილტრონ ის მზა ნარატივი, რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს მათ შორის იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც მოცემულ მომენტში მათი ფავორიტები არიან.
"თქვენ საუბრობდით განსხვავებული აზრის აკრძალვის შესახებ, მოდი ძალიან მარტივი კითხვა დავსვათ. თქვენ თუ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლების რეალიზაციას უწოდებთ განსხვავებული აზრის აკრძალვას, მე მგონი, უბრალოდ საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას არ იზიარებთ იმასთან მიმართებით, რომ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკური წარმონაქმნი შეიძლება იყოს არაკონსტიტუციურად გამოცხადებული და აკრძალული. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტის 88 წევრმა ისარგებლა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. ამის კვალიფიკაცია განსხვავებული აზრის დევნად, როგორც მინიმუმ, არის ან გადაჭარბებული ან საჭიროებს შესაბამის კრიტიკულ ანალიზს ეს ფრაზა.
ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ვერ დავტოვებთ საფრთხეს დღის წესრიგში. ჩვენ ვმოქმედებდით მაღალი კეთილსინდისიერების სტანდარტით, როდესაც სარჩელში ვახდენდით ამა თუ იმ პარტიის შეყვანას. სარჩელის თავდაპირველ ვერსიაში თქვენი ფავორიტი პარტია არ იყო, მაგრამ როდესაც უკვე იყო საკმარისი ნიშანი იმისა, რომ არაკონსტიტუციური განწყობები ჭარბობდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ემზადებოდნენ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად, მათ ერთგვარი შანსი მიეცათ. თუმცა მკაფიოდ წარმოჩინდა, რომ პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება ეს იყო არა მზაობა იმისა, რომ დემოკრატიული პროცესის ნაწილი გამხდარიყვნენ, არამედ ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ფაქტობრივად, ყველა სასესიო გამოსვლა გამორჩეული იყო იმით, რომ სვამდნენ კითხვის ნიშანს პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ავლენენ იმგვარ მისწრაფებებს, რომელიც წინააღმდეგობრივია ჯანსაღი საპარლამენტო ცხოვრებისთვის“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.