„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ, „დღის ქრონიკასთან“ იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს ოპოზიციის მხრიდან დაფიქსირდა.
მისი თქმით, პროკურატურა იძიებს საქმეებს, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მათ შორის არის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის ხმის მიცემის საშუალების შეზღუდვა ოპოზიციის მხრიდან.
„აღმოჩნდა, რომ რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული „ენჯეოები“, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები „ქართულ ოცნებას“ აბრალებდნენ, მაგალითად ყველას გვახსოვს პირადობებთან დაკავშირებული ე.წ. სკანდალი, სადაც ამბობდნენ, რომ თურმე ვიღაცა ვიღაცას პირადობას ართმევდა და ამით ხელს უშლიდა, რომ თავისი ნება გამოეხატა არჩევნებზე, რეალობა არის პირიქით.
აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერში შემავალი პარტიები, იქნება ეს ალეკო ელისაშვილის პარტია, იქნება ეს „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს არ ჰქონოდა შესაძლებლობა თავიანთი ნება გამოეხატა არჩევნებზე. ისინი ამუშავებდნენ პერსონალურ მონაცემებს კანონდარღვევით ჩვენი მხარდამჭერების. ისე რომ არც გაუფრთხილებიათ, არც თანხმობა არ ჰქონიათ ჩვენი მხარდამჭერებისგან აღმოჩნდნენ კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ ჩასმული სხვადასხვა საარჩევნო კომისიებში, სხვადასხვა უბანზე. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ოლქებშიც კი რომ მაგალითად თბილისში ჩაწერილ, თბილისშივე რეგისტრირებულ ადამიანს, რომელიც მივიდოდა თავის საარჩევნო უბანზე არ ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ მიეცა ხმა და იგი იძულებული იყო, რომ წასულიყო სხვა რეგიონში.
მთავარი აქ ერთი რამე არის, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩვენი მხარდამჭერების თანხმობის გარეშე ჩასვეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად. ეს ყველაფერი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებამ მოისმინა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწოდებები ოპოზიციის ლიდერების და სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ თუ მათ რაიმე სახის მტკიცებულება გააჩნიათ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. არჩილ გორდულაძის განცხადებით, ზურაბიშვილის უარი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, სათანადოდ იქნება აღქმული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.