„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
„ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა პარტიაში იყო დაქსაქსული, რომელიც ახლა გაერთიანებულია. მათი გაყრა და შეყრა არაერთხელ გვინახავს, რის უკანაც მხოლოდ მათი პატრონების გადაწყვეტილება დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ პირებს ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს და არა რომელიმე უცხო სახელისა და გვარის მქონე პირი.
„მათ არავინ ეკითხება არც რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას, არც ერთმანეთთან თანხმობას, არც ერთმანეთთან დაპირისპირებას. მთავარია, რაზე შეიძლება, წავიდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები? იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ, გააშავონ და როგორმე თავიანთი წარმატების რაიმე შანსი მაინც გააჩინონ. ეს პარტიები თავიანთ მხარდაჭერას გარეთ ეძებენ და ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს და არა რომელიმე უცხო სახელისა და გვარის მქონე პირი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.