ოქტომბრის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

ამინდი

საქართველოს  ტერიტორიაზე კლიმატური მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოქტომბერში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა სექტემბერთან შედარებით 3-7°-ით დაბალია. სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე მისი მნიშვნელობა +15, +17°, ქართლსა და კახეთში 11, +15°, მთიან რაიონებში ზღვის დონიდან

1400 მ სიმაღლემდე +8, +14°, მასზე უფრო მაღალ ზონაში +5, +9°  სითბოა.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში  +30, +35°, ზოგან +37° –ია. მთიან რაიონებში +26, +31° და მაღალმთიან ზონაში  +23, +28° –ს აღწევს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა აჭარის სანაპირო ზოლში +1, +3°, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ დაბლობ რაიონებში 0, -3°, დასავლეთ საქართველოს მთებში, ქართლსა და კახეთში -2, -7°, აღმოსავლეთ საქართველოს მთებში -8, -11° და მაღალმთიან ზონაში -12, -17° –მდე იწევს.

სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები იშვიათობაა. დასავლეთ საქართველოს მთაში წაყინვები საშუალოდ 1-2 და მაღალმთიან ზონაში 6-12 დღეა. თვის განმავლობაში ქართლსა და კახეთში წაყინვები საშუალოდ 1-4, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში 2-8 და მაღალმთიან რაიონებში 8-დან  16 დღემდე აღინიშნება.

ნალექიან დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოში მერყეობს საშუალოდ 8-15, აღმოსავლეთ საქართველოში 7-დან 13 დღემდე.

დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი აჭარის სანაპირო რაიონებში მოდის (270-300 მმ), დანარჩენ ტერიტორიაზე მისი მნიშვნელობა უმეტესად 100-200 მმ-ია. ბევრად ნაკლებია ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოში. აქ იგი მერყეობს 30-დან 90 მმ-მდე, გარდა კავკასიონის მთიანი ზონისა, სადაც მისი მნიშვნელობა 80-130 მმ-ს შეადგენს.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი აჭარის სანაპირო ზოლში საშუალოდ 200-220 მმ-ის ფარგლებში მერყეობს, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებსა და აღმოსავლეთ საქართველოს კავკასიონის მთებში 50-180 მმ-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ-ს შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 600-750 მმ-ს წვიმიან და 20-50 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლსა და კახეთში 100-200 მმ-ს წვიმიან და  1-15 მმ-ს გვალვიან წლებში. 

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +15, +17°, რაც 1°-ით დაბალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +7, +4°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +23, +26°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +16, +18°, რაც 1°-ით დაბალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +7, +4°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +26°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +13, +14°  (მაღალმთიან რაიონებში +8, +9°),  რაც 1°-ით დაბალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0°-მდე (მაღალმთიან რაიონებში -1, -4°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით

+19, +22°- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +15, +18°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15°, რაც 1°-ით დაბალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში +3, 0°-მდე, ქვემო ქართლში +7,+4°-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +26°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +14°, რაც 1°-ით დაბალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0°-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +26°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +9, +12° (მაღალმთიან რაიონებში  +7, +10°),  რაც 1°-ით დაბალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -3°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -3, -6°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +18,+22°-მდე (მაღალმთიან რაიონებში +15, +18°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.