17 თებერვალს „ჩინური ახალი წელი“ დგება - წესები, რომელიც უნდა იცოდეთ
1771095331
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ გარედან დაფინანსებული ადამიანების მთავარი მიზანი და ამოცანა დავალების შესრულებაა. როგორც გორდულაძე აღნიშნავს, ეს ადამიანები ქვეყანაში ქმნიან რადიკალურ ფონს, აქეზებენ ექსტრემიზმს და შემდეგ ადამიანებს განსაცდელში ტოვებენ.
„გარედან დაფინანსებული ადამიანები ქმნიან რადიკალურ ფონს, ექსტრემიზმს ახალისებენ, ადამიანებს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებენ და შემდეგ მიატოვებენ, რასაც თავისი მიზანი აქვს. ერთ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირების დანაშაულებრივ ქმედებას მოყვა შედეგი, გარე ძალების ინტერესები იქნება გატარებული და მათი მართული პირები რევოლუციის გზით მოვლენ ხელისუფლებაში, ხოლო თუ ეს ყველაფერი არ გამოვიდა, და შესაბამისად სამართალდამცავმა ორგანოებმა თავისი საქმე ბოლომდე გააკეთეს , ამ შემთხვევაში დამნაშავეებს წარმოაჩენენ როგორც პოლიტიკური დევნის მსხვერპლებსა და სუბიექტებს.“, - აღნიშნა გორდულაძემ.