1758896617
არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტის და ევრობიუროკრატების არაერთი განცხადება გვახსოვს, კეთილი ინებონ და ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ

ევროპარლამენტის და ევრობიუროკრატების არაერთი განცხადება გვახსოვს, კეთილი ინებონ და ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძეს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.
„იმას ვაკეთებთ და იმაზე ვიმაღლებთ ხმას, რაც ჩვენს სამშობლოს სჭირდება, როცა ქვეყნის მიმართ უსამართლობას აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენს ნათქვამში ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური არ არის. სხვა ქვეყნის მოსაწონს ან სასარგებლოს არ ვამბობთ და არ ვაკეთებთ, ქვეყნის ინტერესებით ვმოქმედებთ. ნებისმიერ პირთან თანამშრომლობისთვის ღია ვართ, მაგრამ ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმები როცა მიმდინარეობს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ევროპარლამენტის და ევრობიუროკრატების არაერთი ცრუ განცხადება გვახსოვს. კეთილი ინებონ და ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ, როგორც ამას ჩვენ სხვა ქვეყნის შემთხვევაში ვაკეთებთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.