მარიამ ლაშხი: 4 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველი ხალხის არჩევანი იქნება უკეთესი მომავალი. ის, ვინც რევოლუციას აანონსებს, ის რევოლუციას უწყობს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს

მარიამ ლაშხი

4 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველი ხალხის არჩევანი იქნება უკეთესი მომავალი. ის, ვინც რევოლუციას აანონსებს, ის რევოლუციას უწყობს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს., - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ოპოზიციის დაანონსებულ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვნახეთ, რომ წინამორბედი არჩევნებით ქართველმა ხალხმა აჩვენა თუ რა არის მათი არჩევანი - დამხობა, რევოლუცია, გადატრიალება თუ მშვიდობა. დღესაც, [რადიკალური ოპოზიცია] მთავარი ჩარჩოებიდან ვერ გამოდიან და ისევ რევოლუციისკენ მოუწოდებენ, რისიც, ალბათ თვითონაც არ სჯერათ, რადგან სახელმწიფო, ისე როგორც არასდროს, არის ძალიან ძლიერად იმისთვის, რომ ნებისმიერი მსგავსი ტიპის არა თუ ცრუ დაპირებები, არამედ კონკრეტული ქმედებები გაანეიტრალოს.

სამწუხაროა, რომ ოპოზიცის მხრიდან ვერ ვიგებთ კონკრეტულად იმ მიმართულებებზე მათ ხედვასა თუ გეგმას, რაც ხალხს აინტერესებს. ხალხი დაიღალა მათი ვითომ რევოლუციებით, ხალხს უნდა მოისმინოს რა არის მათი შვილების მომავალი. ყველა ის საკითხი, რაზეც ჩვენი ხელისუფლება ყველა დღე საუბრობს არის ზუსტად ხალხის ინტერესზე მორგებული პოლიტიკის მშენებლობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.