არჩილ გორდულაძე: ევროკავშირის ბიუროკრატიისთვის რაც მისაღებია, საქართველოს უკრძალავენ და გამჭვირვალობის კანონს რუსულს უწოდებენ, როგორც ჩანს, „რუსული კანონის“ მიღებას თავად აპირებენ

არჩილ გორდულაძე

სამწუხაროდ, რაც ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიისთვის მისაღებია, ამის მიღებას საქართველოს უკრძალავენ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსულს უწოდებენ. როგორც ჩანს, ახლა „რუსული კანონის“ მიღებას ევროკავშირის ბიუროკრატია აპირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განუცხადა.

მისი თქმით,  ევროკავშირში გამჭვირვალობის თაობაზე კანონის მიღება ერთი წლის გააჩერეს, რომლის დასაბუთებაში ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირი ამ კანონს თუ მიიღებდა, საქართველოს ხელისუფლებას ვერ გააკრიტიკებდნენ.

„ახლა, როგორც ჩანს, ამ საკითხის განხილვა გრძელდება. თითქოს გამჭირვალობა მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და საქართველოს, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, უფლება არ აქვს, ინფორმაცია ჰქონდეს, რა თანხები შემოედინება ქვეყანაში. მათი მხრიდან ნათქვამია, რომ გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა ხალხის წინაშე. ამ დამოკიდებულებას ჩვენც ვიზიარებთ და ამიტომ მივიღეთ კანონი“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირების გამჭვირვალობასა და შესაბამისი რეესტრის შექმნას ეხება.