1764264730
თუ გვსურს, რომ პარალელი გავავლოთ ევროპასა და საქართველოს შორის, არანაირი პარალელი არ არსებობს" - ირაკლი ფავლენიშვილი ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე
ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრების განკარგულების მიღება შეფასებების თემაა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების შედარება არ შეიძლება.
"ყველა ქვეყანა ზრუნავს იმაზე, რომ გამჭვირვალე იყოს ფინანსები. თუ გვსურს, რომ პარალელი გავავლოთ ევროპასა და საქართველოს შორის, არანაირი პარალელი არ არსებობს - დემოკრატიულ სახელმწიფოებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.











