არჩილ გორდულაძე: ეუთო ერთის მხრივ, იწყებს მოსკოვის მექანიზმის ამუშავებას საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო ევროსაბჭო გვთხოვს ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ უცხოური ჩარევის და უცხო ძალის გავლენების კონტროლის თვალსაზრისით

არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს, რომელმაც მუშაობა უნდა დაიწყოს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ და ამ პროცესში ევროსაბჭო საქართველოს გამოცდილების გაზიარებას სთხოვს.

დეპუტატის თქმით, ახლა ბიუროკრატიის ნაწილიც და ქვეყანაც ევროსაბჭოს სახით მივიდა იქამდე, რომ ჩარევის კონტროლი აუცილებელია.

„ეუთო ერთის მხრივ, იწყებს მოსკოვის მექანიზმის ამუშავებას საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, ევროსაბჭო გვთხოვს, რომ ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ უცხოური ჩარევის და უცხო ძალის გავლენების კონტროლის თვალსაზრისით. ზუსტად იგივე ხდება, რაც 2023-ში და 2024 წელს. გვახსოვს, რომ საფრანგეთში განიხილებოდა მაგალითად გამჭვირვალობის კანონი და ევროპარლამენტი მსჯელობდა დირექტივის მიღებაზე, რომელიც სავალდებულო უნდა გამხდარიყო ყველა წევრი ქვეყნისთვის, ამავდროულად, ჩვენ გვემუქრებოდნენ, გვაშანტაჟებდნენ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არ უნდა შეგვეცვალა კანონმდებლობა. ახლა ბიუროკრატიის ნაწილიც და ქვეყანაც ევროსაბჭოს სახით მივიდა იქამდე, რომ ჩარევის კონტროლი აუცილებელია“, - აღნიშნა გორდულაძემ.