ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
არსებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ დარღვევები, რომელთან დაკავშირებითაც შსს-ს მომზადებულ პაკეტში გაზრდილი არის ჯარიმები, ერთ-ერთი გამომწვევი არის საავარიო სიტუაციებისა. იმ საავარიო სიტუაციებისა, რომელსაც ადამიანების გარდაცვალებაც მოჰყვება ხოლმე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნას და ჯარიმები იყოს ისე გაზრდილი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ პრევენცია, აღარ ჩაიდინონ დარღვევები.
„აღნიშნული საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა შეამცირებს სამართალდარღვევების რაოდენობას და კიდევ უფრო მეტად შევძლებთ, რომ ვიზრუნოთ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვის კანონმდებლობაში ცვლილებები შედის. იზრდება ჯარიმები.