არჩევნების პირველადი შედეგებით, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს - ცესკოს ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ 80.79% მიიღო

ცესკო

არჩევნების პირველადი შედეგებით, ყველა მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება იმარჯვებს. ცესკოს ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ 80.79 პროცენტი მიიღო.

3061 უბნიდან დათვლილია 2 283 უბნის მონაცემები. არჩევნებზე ჯამში 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა. ადგილობრივ არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.