არჩევანი გავაკეთე იმაზე, რაც უზრუნველყოფს ჩვენი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენი საქართველოს ევროპულ გზაზე განვითარებას - ირაკლი შატაკიშვილი

ირაკლი შატაკიშვილი

რუსთავში, როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, ყველა უბანი დილის 8 საათზე დარღვევების გარეშე დროულად გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი კი შეფერხების გარეშე უწყვეტად მიმდინარეობს. აქ 57 ძირითადი და 4 სპეც უბანია გახსნილი და ხმას აძლევს 106 ათასი ამომრჩეველი. გარდა ამისა

საკუთარი ხმა დააფიქსირა “ქართული ოცნების“ პარლამენტის საარჩევნო სიაში რუსთავისა და გარდაბნის სოფლების დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.

“მე დავაფიქსირე ჩემი ხმა, მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და არჩევანი გავაკეთე იმაზე, რაც უზრუნველყოფს ჩვენი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენი ქალაქების, ჩვენი საქართველოს ევროპულ გზაზე განვითარებას,“ - ამბობს ირაკლი შატაკიშვილი.