„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1729792444
"ქართული ოცნების" წევრი, მაია ბითაძე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციის იმ ნაწილზე საუბრობს, სადაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი. მაია ბითაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდს ქართველი ხალხი, წლებია, ირჩევს და არავის გადასაწყვეტი არაა, მითუმეტეს ქვეყნის საზღვრებს მიღმა, მისი პოლიტიკაში ყოფნის თუ არყოფნის საკითხი.
"მე არაერთხელ მითქვამს, რომ აქ მოქმედებს გარკვეული დაჯგუფება, რომელსაც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ისეთ საკითხებზე, რომლებიც შემდგომ აისახება ოფიციალურ დოკუმენტებში, იქნება ეს აშშ თუ ევროკავშირი. მე ღრმად მწამს, რომ ეს არ არის მთლიანი ევროკავშირის, ყველა სახელმწიფოს და ყველა წარმომადგენლის პოზიცია და არ შეიძლება იყოს. ეს არის იმ ძალიან დიდი ლობის და ასე ვთქვათ, გაერთიანების შედეგი, რაც აშკარაა არის რადიკალებსა და ევროპარლამენტარებს შორის.
როდესაც საუბრობს ევროპარლამენტარი ბიძინა ივანიშვილზე, მას ყოველთვის ავიწყდება, რომ ეს არის ადამიანი, რომლის გუნდიც აგერ უკვე მერამდენე არჩევნებში იმარჯვებს საქართველოში და არა აქვს მნიშვნელობა რომელიმე ევროპარლამენტარს მოსწონს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელიმე რადიკალ ქართველს ქართველს მოსწონს თუ არა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი არის ქართველი ხალხის არჩეული და როდესაც ვინმეს მოსწონს ან არ მოსწონს, რომელიმე პოლიტიკოსი ან საზოგადო მოღვაწე, არავის ასარჩევი არ არის ქვეყნის საზღვრებს მიღმა, უნდა მოღვაწეობდეს თუ არა ეს ადამიანი პოლიტიკაში ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს არის ასარჩევი ქართველი ხალხის. ქართველმა ხალხმა არაერთხელ გასცა პასუხი ამ კითხვას არჩევნების გზით და სწორედ იგივე მოხდება 26-ში, გაიმარჯვებს ისევ საქართველო და გაიმარჯვებს ის ინტერესები, რომელსაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტი ჰქვია. მე შეიძლება არ მიკვირდეს უცხოელების, რომელთაც რატომღაც ჩათვალეს, რომ ჩვენი მენტორები არიან და ჩვენზე კარგად იციან, რა სურს ქართველ ხალხს, მე ძალიან მიკვირს ჩვენი რადიკალების, როგორ დაკარგეს საერთოდ იმის აღქმა, რასაც სამშობლო ჰქვია," - განაცხადა მაია ბითაძემ.