„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
„ტექნიკური მთავრობის“ ლეგიტიმურობისა და კონსტიტუციურობის შესახებ, კონსტიტუციონალისტების აზრი გაიყო. მათი უმეტესობა სრულიად სამართლიანად უწოდებენ ამ იდეას არაკონსტიტუციურს. თუმცა, არიან კონსტიტუციონალისტები, რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს „ტექნიკურ მთავრობას.“ მერე შევლენ მშვიდად აუდიტორიაში და სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ კონსტიტუციაზე“- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„24 ივნისის მიტინგოსნების მიერ მოთხოვნილი ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ ლეგიტიმურობისა და კონსტიტუციურობის შესახებ, კონსტიტუციონალისტების აზრი გაიყო. მათი უმეტესობა, რომლებიც ნამდვილად არ გამოირჩევიან ხელისუფლების მიმართ სიმპათიებით, სრულიად სამართლიანად უწოდებენ ამ იდეას არაკონსტიტუციურს.
თუმცა, არიან კონსტიტუციონალისტები „20 ივნისის საზოგადოებიდან“ რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს „ტექნიკურ მთავრობას.“ მერე შევლენ მშვიდად აუდიტორიაში და სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ კონსტიტუციაზე.
არალეგიტიმური „ტექნიკური მთავრობის“ შექმნას, რა თქმა უნდა არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციასთან. თუმცა, ბევრი საერთო აქვს იმ მოვლენასთან რასაც ეწოდება „პუტჩი.“ კარგი და ცუდი პუტჩი კი არ არსებობს. პუტჩი პუტჩია, და საქართველომ უკვე ორჯერ იწვნია მისი მძიმე შედეგები“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.