"არა რუსულ …" - სამი წერტილის ნაცვლად, რას და ვისაც გინდა ჩასვამ და სულ ეს არის მდაბიო პიარი პრორუსულობის შესახებ - პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება" - მდინარაძე გაბარდის გამოქვეყნებულ მტკიცებულებებზე

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ტულსი გაბარდის მიერ იმ მტკიცებულებების გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც 2016 წელს ობამამ ტრამპს რუსეთთან კავშირი დააბრალა და მოიგონა არჩევნებში რუსეთის ჩარევა. ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ამბობს, რომ ობამამ ეს ყველაფერი "დიფ სტეითის" დავალებით გააკეთა.

"არა რუსულ …" - სამი წერტილის ნაცვლად, რას და ვისაც გინდა ჩასვამ და სულ ეს არის მდაბიო პიარი პრორუსულობის შესახებ, რომლითაც უნდათ მთელი მსოფლიო დაიმონონ, მათ შორის ქართველი ხალხი.

პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება!", - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში.