არ უნდა შევსულიყავით - რას ნანობს თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შესულიყო.

„ბოიკოტი ბოლომდე უნდა დაგვეჭირა. მაგრამ, პარტიები შევიდნენ... არავინ არ უნდა შევსულიყავით. ბოიკოტი როცა არის, სრულად უნდა დაიჭირო. ნაწილი შევიდა. არ შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და თამარ ჩარკვიანი. ეს უკვე მაისის თვე იყო. ეს ნიშნავდა, რომ ბოიკოტს აზრი დაკარგული ჰქონდა. მაშინ, თანამეგობრობამ უთუოდ მოგვთხოვა შესვლა, “ - ამბობს თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.