საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1737315015
მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს მისი მკურნალი ექიმი და ექთანი იმ პირობით, თუკი მათ ამის საშუალებას პოლიტიკოსები მისცემენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„ის, რაც ახლა ხდება, არის პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. კატასტროფულად, ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები ერეოდნენ კლინიკურ მართვაში. ეს აზიანებს ორ რამეს, ექიმს უზღუდავს სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და პაციენტს ჯერადობით უმცირებს მკურნალობაზე დამყოლობას. რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ორი ფაქტორი, ამის განმარტება ჩემი აზრით, ზედმეტია. პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ თავი, ერთი კვირა მაინც მონახონ თავის თავში ძალა და აცადონ ექიმებს“, - განაცხადა სერგეენკომ.