დაგეგმილი აქციები არასწორი მგონია - დავით სერგეენკო

sergeenko

"გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ქუჩიდან მოძახილი მოწოდებებით იმართოს, რაც არასწორია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. 

„ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება და ამას ვერავის ავუკრძალავ, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა, გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა იყოს და არა ქუჩაში. უკვე მართლა ზედმეტია, რაც ხდება - არის მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც პოლიტიკურმა ინსტიტუციებმა საზოგადოებასთან ანგარიშგებით უნდა გადაწყვიტოს, ქუჩაში უნდა გადაწყდეს, რაც ცალსახად არასწორი მგონია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, ამ დღეებში საქართველოში სამი სხვადასხვა აქცია გაიმართება.